“ვინც დამნაშვეა და ყველა ბოლომდე უნდა დაისაჯოს+ვიდეო

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი პროკურატურის საქმიანობას აკრიტიკებს და მოუწოდებს ყველა იმ პირის დასჯას ვინც ადამიანთა წამების დანაშაულში მონაწილეობს. ჩიქოვანმა გადაცემა არჩევანში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე ისაუბრა და ასევე პროკურატურას ურჩია ვლადიმერ ბედუკაძის საქმითაც დაინტერესდეს.

„მე მაგისთვის მყავს სახელმწიფოში პასუხისმგებლიანი პროკურატურა, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, რომ ყველაფერი შეასრულოს და ვინც დამნაშვეა და ყველა ბოლომდე დასაჯოს, მაგრამ აქვე გეტყვით, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თითქოს ბედუკაძემ ერთი კადრი დადგა და დადგა და ამის დამკვეთიც უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენ როცა ვიტყვით, რომ სისტემური დანაშაული არ არსებობდა ამ ერთი მაგალითიდან გამომდინარე ესეც მართლა ირონიულია,“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც აქვე იმასაც ამბობს, რომ პროკურატურა დღეს ამ კადრების გამავრცელებლებითაც უნდა დაინტერესდეს.

https://youtu.be/ZwUfrwj2SHM

 

banner
წინა სტატიაშიციფრული მაუწყებლების გათიშვასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა
შემდეგი სტატიათურქეთი ,,გაზპრომს,, შეთანხმების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივის…