ვიზალიბერალიზაციის თემას რაც არ უნდა ტაში დავუკრათ, სამწუხაროდ, შედეგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

პარლამენტი“რაც შეეხება რიგის სამიტს, რაც არ უნდა ტაში ვუკრათ ჩვენ ამ თემას, ძალიან სამწუხაროდ, შედეგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ფეხზე ავდგებოდი და პირველი მე დავუკრავდი ტაშს, ძალიან კარგად იცით ეს ყველამ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა. თავშესაფრების, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ნარკობიზნესთან ბრძოლის და ტრეფიკინგის პრობლემა რომ არსებობდა, მე არაერთხელ ბრიფინგიც კი ჩავატარე და არამც და რამც არ დაადგა ამას საშველი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი არის. ისევე, როგორც ვერ მოვისმინე, ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით რა მიზნები გვაქვს. ასე რომ, პრიორიტეტები პრიორიტეტებად რჩება, ოცნება – ოცნებად, რაც ძალიან ცუდია”, – განაცხადა რიგგარეშე სესიაზე ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, პრემიერის გამოსვლაში ერთი სიტყვა ვერ მოისმინა დეოკუპაციაზე, რისთვისაც გვინდა სავიზო ლიბერალიზაცია.
ევროკომისიამ 8 მაისს გამოაქვეყნა მესამე მიმდინარე ანგარიში საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” განხორციელების შესახებ. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 15 მოთხოვნიდან 7 შეასრულა, დანარჩენი 8 კი თითქმის ან ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვალა. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიის ჩათვლით – ევროკომისიის დასკვნით, დაკმაყოფილებულად ითვლება. კერძოდ, დაკმაყოფილებულად ითვლება შემდეგი ნიშნულები: დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიის ჩათვლით, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და მისი პრევენცია, სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საქართველოს ფარგლებში გადაადგილების თავისუფლება, სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ნიშნულები და პროცედურები; თითქმის შესრულებულად ითვლება მიგრაციის მართვა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, თანამშრომლობა სამართალდამცველ უწყებებს შორის, მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის უმცირესობათა დაცვა; ნაწილობრივ შესრულებულად კი ითვლება თავშესაფრის პოლიტიკა, ადამიანთა ტრეფიკინგი, კორუფციის თავიდან აცილება და ბრძოლა მის წინააღმდეგ და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.
მომდევნო ანგარიშის გამოქვეყნება ევროკომისიამ 2015 წლის ბოლოსთვის დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად პარალიზებულია-პეტრე ცისკარიშვილი
შემდეგი სტატიაბატონო პრემიერ-მინისტრო, მთავრობის წევრები არ გრძნობენ თქვენს მიმართ არანაირ ვალდებულებას-ირმა ნადირაშვილი