ვიდეო–16 წლის ნენსი პერეზი 24 საათის შემდეგ გაცოცხლდა

16 წლის ნენსი პერეზი 24 საათის შემდეგ გაცოცხლდა

გონდურასში 16 წლის ნენსი პერეზი 24 საათის შემდეგ გაცოცხლდა. სანამ მის კუბოდან ამოყვანას ცდილობდნენ, გოგონა გარდაიცვალა – ამის შესახებ The Telegraph წერს.

ნენსი პერეზი ორსულობის მესამე თვეში იყო. მან საკუთარი სახლის ახლოს სროლის ხმის გაგონებაზე გონება დაკარგა. მშობლებმა, როცა ის აღმოაჩინეს, მღვდელს დაუძახეს – გოგონას პირიდან ქაფი გადმოსდიოდა და იფიქრეს, რომ ის ბოროტმა ძალებმა შეიპყრო. ეკზორციზმის რიტუალისას გოგონას სიცოცხლის ნიშნები საერთდ გაუქრა. საავადმყოფოში გადაყვანილ 16 წლის ნენსის მედიკოსებმა სიკვდილი დაუდგინეს.
პერეზი საქორწილო კაბაში დაასაფლავეს – ის სულ რამდენიმე თვის გათხოვილი იყო. დასაფლავების მეორე დღეს, როცა მისი ქმარი საფლავზე მივიდა, მან საფლავიდან ყვირილის და კაკუნის ხმები გაიგო. მამაკაცმა ნათესავებს დაუძახა დასახმარებლად, თუმცა, სანამ მათ ამოთხარეს კუბო, ნენსი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ნათესავების თქმით, მისი სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო. ის საავადმოფოში გადაიყვანეს, თუმცა გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

https://youtu.be/VaxyGdtFrNM

banner
წინა სტატიაში16 წლის გოგონამ ტერაქტის ორგანიზება აღიარა
შემდეგი სტატიაჯარისკაცი, რომელიც თვალს არ ახამხამებს