ვიდეო–პეტერბურგში “კულტურის მინისტრი” ლუდის ქილას კბილებით გლეჯდა

პეტერბურგში

რუსეთში პროდუქტების ისტერია ისევ გრძელდება.
სანკტ-პეტერბურგში მართლმადიდებელ კაზაკთა კავშირმა “ირბის” ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცხოური პროდუქტების ძებნაში მიიღო მონაწილეობა. კაზაკებს თან მიყვებოდა ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი სტანისლავ ბარეცკი, რომელიც ჟურნალისტებს წარუდგა როგორც კაზაკების კულტრის მინისტრი.

კაზაკების “კულტურის მინისტრმა”, რომელიც ვარდისფერ პოჯაკში იყო გამოწყობილი და ოქროს ჯაჭვი ეკეთა კისერზე, ერთ-ერთ მომხმარებელს კალათაში ლუდი უპოვა, რომელიც მას წაართვა და კბილებით გაგლიჯა. თავისი საქციელი მან ახსნა, თითქოს უცხოურ პროდუქტებს ებრძვის.

ვიდეოდან ჩანს, რომ ბარეცკი დანიურ ლუდს გაუსწორდა, რომელიც 2000 წლიდან სანკტ-პეტერბურგში გამოდის ქარხანა “ვენაში”.

შეგახსენებთ, რომ კაზაკების ამ საბჭომ რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ფულის კუპიურები გამოუშვა. ერთ-ერთ კუპიურაზე ვლადიმირ პუტინიც არის გამოსახული.

https://youtu.be/wbdipLqBemQ

banner
წინა სტატიაში,,ცოტა ხანში ალბათ საკუთარ თავებს მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებად გააფორმებენ”
შემდეგი სტატიაიგოეთთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა