ვიდეო–ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალურად გაიხსნა

ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ღონისძიება წარმოდგენილი იყო ნომერი, რომელშიც არგონავტების მითი გაცოცხლდა. მასში მონაწილეობა პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძემ მიიღო. ღონისძიებაზე ასევე შესრულდა ქართული ხალხური ცეკვები „სუხიშვილების“ შესრულებით.
ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

https://youtu.be/okTAfwIF9o0

banner
წინა სტატიაშივიდეო–დროშების უკუღმა დაკიდების უახლესი ქართული ტენდენცია
შემდეგი სტატიაქართველი პარაოლიმპიელი, “თბილისი 2015”-ის ერთ-ერთი მეჩირაღდნე