ვიდეო–ავიაშოუზე გამანადგურებლის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოშოუზე გამანადგურებლის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოშოუზე გამანადგურებლის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლაბომბდამშენი-გამანადგურებელი Hawker Hunter-ის ჩამოვარდნას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბრიტანეთის ავიაშოუ Shoreham Airshow-ზე მოხდა – ამის შესახებ The Daily Telegraph წერს.

7 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ დაახლოებით 14 ადამიანი დაშავდა.
ავიაშოუზე, რომელიც დასავლეთ სუსსეკის საგრაფოში მიმდინარეობდა, თვითმფრინავმა მანევრირება დაიწყო, რომელიც ვერ დაასრულა. შედეგად გამანადგურებელი ავტოტრასაზე დაეცა. გზა ამ მომენტამდე პარალიზებულია.
შემთხვევისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მფრინავი გადარჩა, თუმცა შემდეგ ეს ცნობა არ დადასტურებულა. ავიაკატასტროფის ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო თვლის რომ უკრაინული არმია მზადაა მტრის შეტევა მოიგერიოს
შემდეგი სტატიაიტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასამდე ადამიანი გადაარჩინა