ვთხოვოთ ევროკავშირს, რუსეთთან ერთად, ჩვენ და ოსებმა საზღვრის ნახაზი გავაკეთოთ”

ვთხოვოთ ევროკავშირს, რუსეთთან ერთად, ჩვენ და ოსებმა საზღვრის ნახაზი გავაკეთოთ

ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი გაზეთ ,,რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ორჭოსანში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. სანაკოევის შეფასებით მილსადენის ხელოვნურ ბარიერს მიღმა მოქცევა დიდი ხნის დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ვთხოვოთ ევროკავშირს, რუსეთთან ერთად, ჩვენ და ოსებმა საზღვრის ნახაზი გავაკეთოთ"

 

,, რაც ორჭოსანაში მოხდა, ძირითადად იქაური მთავრობის მიერ გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯი იყო. რომ ამბობენ, აპრილამდე იქ იყო ეს ბანერებიო, აქამდე ბრმები ვიყავით, რომ ვერავინ ხედავდა?! ამ ტერიტორიაზე ნაბთობსადენი გადის და სპეცილაურად გააკეთეს ეს ყველაფერი, რომ მილსადენის ნაწილი მათ ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო. უნდათ, დავსხდეთ და დემარკაცია მოვახდინოთ, რაც არ მოხდება. თავიანთი საქციელით კი გვეუბნებიან, თუ ამას არ იზამთ, შეგვძლია საზღვარი გავავლოთო. ხვალ შეიძლება ძროხები წაიყვანონ, შემდეგ ადამიანები დააკავონ. ამ კველაფრის მერე კი იტყვიან, ჩვენ მავთულხლართები გავავლეთ, იქ კი არაფერი ხდებაო. ამიტომ საზოგადოება, ჟურნალისტები სწორად მოიქცნენ, რომ სამოქალაქო პროტესტი გამოხატეს. სხვანაირად არაფერი გამოვა, ომით და იარაღით უფრო ცუდი შედეგები გვექნება.  ვთხოვოთ ევროკავშირს, რუსეთთან ერთად, ჩვენ და ოსებმა საზღვრის ნახაზი გავაკეთოთ. ჩვენი მხრიდან ეს საზღვრის ან ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ იქნება. პროვოკაციების საშიშროება უნდა გავაქროთ. სპეცრაზმისა და თუ იარაღის გამოყენებას პრობლემების ასეთი მოგვარება სჯობს.”– აცხადებს სანაკოევი.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მთავარი პროკურორის დასახელების პრეროგატივას ითხოვს
შემდეგი სტატია“რუსეთი ეს არის რაღაც გახრწნილი წარმონაქმნი, სრული სასიკვდილეთი”