ვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა, შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედის კვირაში” დათა ახალაიას თემის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მანანა კობახიძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ საბერძნეთის სასამართლოს ყველა დოკუმენტი წარუდგინა და საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პროკურატურის დადანაშაულება არ შეიძლება.
“რა არგუმენტებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას, მე არ შემიძლია ვთქვა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, როდესაც ქართულმა სასამართლომ პირს მიუსაჯა უვადო პატიმრობა მძიმე დანაშაულისთვის, ეს იყო სააკაშვილის პერიოდში, საბერძნეთის სასამართლომ მაშინაც არავითარი ზომა არ მიიღო და არ განახორციელა ექსტრადირება. ვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი. საქართველოს პროკურატურამ ყველაფერი წარუდგინა და არავითარი პრობლემა ქართულ მხარეს არ აქვს”, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სასამართლო არ იხილავდა დათა ახალაიას ბრალეულობის საქმეს, არამედ ის იხილავდა ექსტრადირების საკითხს. “როდესაც პროცესი მიმდინარეობს, საქართველოშიც ექსტრადირების პროცესი ჩერდება, ვიდრე ამა თუ იმ პირის თავშესაფრის მინიჭების საკითხს არ განიხილავს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საკუთარი ინტერესის გამო ყველაფერზე წავა – აცხადებს პუტინი
შემდეგი სტატიაეკა ნონიკაშვილის პირველი კომენტარი