ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაიტრაბახებდით დეპოლიტიზაციაზე-ეკა ხერხეულიძე

პარლამენტისაპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა, ეძებს თუ არა მთავრობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, მაშინ როდესაც, ხერხეულიძის თქმით, ისინი ევროპის წამყვანი ქვეყნების საპატიო სტუმრები და მრჩევლები არიან.

ხერხეულიძე პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი უწყებები დეპოლიტიზირებული გახდა.დეპუტატმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე ისაუბრა, რომლებსაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბრალი წარედგინათ.

„ბატონო ირაკლი, თქვენი თქმით, სრულად მოახდინეთ პოლიციისა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია. მაინტერესებს, იცით თუ არა თქვენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ბაჩო ახალაია 22 თვე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და სხვათაშორის, მის მიმართ დადგა 13 გამამართლებელი განაჩენი.

იცით თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილი გაიტაცა გენპროკურორმა ციხიდან და ანგარიშწორებას ცდილობდა თავად. იცით თუ არა, რომ გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში დარჩა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბრალში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩააზუსტეთ. ამის შესახებ თუ გაქვთ წარმოდგენა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაიტრაბახებდით დეპოლიტიზაციაზე. მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც გამოცხადებული გაქვთ საერთაშორისო ძებნა, ინტერპოლი არ იღებს წარმოებაში. ასევე, აგებთ სასამართლო დავებს ევროპაში, საბერძნეთში, საფრანგეთში…მაინტერესებს, არ გყოფნით კომპეტენცია საქმის წარმოების და ამიტომ აგებთ პროცესებს, თუ პირდაპირ, ხაზს უსვამთ ამით პოლიტიკურ დევნას?

ადამიანები, რომელბიც თქვენთან დევნილები არიან, ისინი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნების საპატიო სტუმრები და მრჩევლები არიან სამ მოწინავე ევროპულ ქვეყანაში.იცით თუ არა ამის შესახებ და ეძებთ თუ არა კიდევ მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს“,- აღნიშნა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადღეს, ხალხი უკეთეს საქართველოში ცხოვრობს