ვენაში 14 წლის მოზარდი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს

150526143807_teenager_austria_promo_624x351_reutersავსტრიაში 14 წლის მოზარდი ტერორიზმშია ბრალდებული, მათ შორის ვენის რკინიგზის ვაგზლის ტერიტორიაზე აფეთქების მცდელობისთვის.
ვენის სასამართლომ მას მინიმალური ვადა 8 თვე მიუსაჯა 16 თვე შესაძლო გაგრძელებით.
მოზარდი, რომელიც თურქეტსი დაიბადა, მშობლემმა ავსტრიაში 2007 წელს წაიყვანეს. მისი დაკავება გასული წლის ოქტომბერში მოხდა.

ბრალდების მხარემ სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებული “ისლამურ სახელმწიფოსთან” და ალ-ქაიდასთან იყო კონტაქტში და სირიაში აპირებდა წასვლას, რომ ჯიჰადისტების სამხედრო ოპერაციებში მიეღო მონაწილეობა.

ავსტრია, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, ცდილობენ შეაჩერონ ის ზეგავლენა, რომელსაც მოზარდები განიცდიან დაჯგუფებების მხრიდან. გასულ სასამართლოს წინაშე წარსდგა მოზარდი გოგონა, რომელიც ასევე “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერაშია ბრალდებული.
მოზარდი, რომელიც მალე 15 წლის გახდება, ბრალდებულია ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირში, ასევე ინსტრუქციის მიღებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებაში. მოზარდის ადვოკატის თქმით, მან ბრალი აღიარა. როგორც ავსტრიის მედია იტყობინება, დაკავებულის დედა ცდილობდა შვილზე ზეგავლენა მოეხდინა და ბიჭი ისლამისტური პროპაგანდისგან დაეცვა, ამიტომ ის გასულ წელს გერმანიაშიც გაუშვა. მაგრამ ოქტომბერში ის დააკავეს ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების გამო, რომლითაც მას ვენის ვაგზალზე უნდა მოეხდინა აფეთქება.
ის მაშინ თავდებით გამოუშვეს, მაგრამ წლის დასაწყისში ისევ იქნა დაკავებული 12 წლის მოზარდზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო.

banner
წინა სტატიაშივატიკანი – ,,ერთსქესინი ქორწინება კაცობრიობის მარცხია,,
შემდეგი სტატიანოდარ ხადური – საქართველოში დასაქმება გაზრდილია