ვენაში მე-12 საერთაშორისო გენერალურ საპარლამენტო კონფერენციაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილების პრობლემების განხილვა გრძელდება.

ვენაში მე-12 საერთაშორისო გენერალურ საპარლამენტო კონფერენციაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილების პრობლემების განხილვა გრძელდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, ასევე კომიტეტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან გამართეს შეხვედრა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კორეის, კანადის და იაპონიის წარმომადგენლებთან.
მათივე ინფორმაციით, ეკა ბესელია და ოთარ ჩრდილელი ადამიანის უფლებათა დაცვის ფარგლებში არსებულ პრობლემებზე, ასევე პარლამენტთა შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე, იაპონიის დელეგაციის ხელმძღვანელს, სამხრეთ კორეის ვიცე-პრემიერსა და განათლების მინისტრს, ავსტრიის პარლამენტის სპიკერს ესაუბრნენ. პირისპირ საუბრების შემდეგ ავსტრიის პარლამენტში შედგა გაცნობითი სახის შეხვედრაც.
14 აგვისტოს კონფერენციის ფარგლებში იგეგმება მემორანდუმის მიღება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და ლტოლვილთა პრობლემების მოგვარების გარანტიებს განსაზღვრავს.
მემორანდუმს ხელს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელები მოაწერენ ხელს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს
შემდეგი სტატიამე იმედიანად ვარ, აუცილებლად მოვიგებთ! – ქიბარ ხალვაშის პირველი კოემნტარი