თავისუფალი დემოკრატები თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების წინასასამართლო სხდომაზე იმყოფებიან. მმართველი გუნდის ყოფილ წარმომადგენლებს სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვთ.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების უდანაშაულობაში. დღეს ველოდები მიუკერძოებელ და ობიექტურ სასამართლოს,” – განაცხადა სხდომის დაწყებამდე მაია ფანჯიკიძემ.
ანალოგიური პოზიცია აქვს თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთ წარმომადგენელს. ალექსი პეტრიაშვილის განმარტებით, დაკავებულთა ადვოკატების მიერ მომზადებული მტკიცებულებები „ტყვიაგაუმტარია.”