ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დავა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

პრემიერი, პრეზიდენტი თუ ორივე ერთად – ვინ გაემგზავრება გაეროს 70-ე სესიაზე, ეს საკითხი მეორე წელია, პრეზიდენტა და პრემიერს შორის დავის საგნად რჩება.

იურისტების აზრით, პრეზიდენტმა და პრემიერმა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ და სასამართლომ უნდა გამიჯნოს მათი უფლებამოსილებები.

“როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ვერ აღწევენ კონსესუს, საჭიროა მათ მიმართონ სასამართლოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ გასცეს ამ კითხვაზე პასუხი. 2 დელეგაცია ერთ ფორუმზე არ იქნება მიზანშეწონილი. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანას საკუთარი კონსტიტუციური ინსტიტუციების გამოყენებით არ შეუძლია, მიაღწიოს შეთანხმებას,” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა რამდენიმე სახის ამერიკული ღვინო ქსელიდან ამოიღო
შემდეგი სტატიაკობა სუბელიანი: სისულელეებს აკეთებენ და ანგრევენ ქართულ ეკონომიკას