ვახტანგ კაპანაძე – ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

ჩემი აზრით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებისა და ამ პროცესში ჰააგის სასამართლოს ჩართვის საკითხის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩემი აზრით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ეხება საომარ პირობებს, თუ მშვიდობიან პერიოდს; ასე რომ, ეს უკვე სასამართლოს საქმეა”, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, სამხედროების მხრიდან მოკვლევა უკვე ჩატარებულია, რომელიც უშუალოდ სამხედრო თემატიკას ეხება.
“ამ მხრივ ჩვენ ჩვენი მოსაზრება და შეხედულება არსებულ სამხედრო მოქმედებებზე უკვე გვაქვს”, – განაცხადა კაპანაძემ.
კითხვაზე – რა გამოიკვეთა მოკვლევის შედეგად, კაპანაძემ აღნიშნა, რომ მოკვლევაში განხილულია ის შეცდომები და წარმატებები, რაც ამ ომის მსვლელობის დროს იყო.
“აქ იყო ერთიც და მეორეც და რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენს შემდგომ მოქმედებებში”, – აღნიშნა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2 მოსამართლის განჩინების გასაჩივრებას ვერ ახერხებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ბაბუშერადან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო