ვახტანგ კაპანაძე – საქართველოში არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ცხედარი იყო დასვენებული.
“დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული. ეს ის გმირებია, რომლებმაც თავი გასწირეს თავისი სამშობლოსთვის და სწორედ მათი თავგანწირვის შედეგია ის, რომ ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი, ჩვენ არ ვივიწყებთ აფხაზეთს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აფხაზეთი იყოს საქართველოს შემდაგენლობაში”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტი დღესვე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი რუსთავი 2თან დაკავშირებულ პროცესებზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია“დემოკრატიული მოძრაობის” წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს