ვახტანგ კაპანაძე: სამართალმა პური უნდა ჭამოს

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ე.წ. კაბელების საქმეს ეხმაურება. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საკითხზე შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კანონი, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს სასამართლომ.

“ჩვენი პოზიცია არის ის, რომ სამართალმა პური უნდა ჭამოს. არსებობს სასამართლო, კანონი. ასე რომ, იმის მიხედვით იმოქმედოს სასამართლომ,” – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის საკომიტეტო მოსმენას ესწრება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მინდია ჯანელიძეს უსმენენ
შემდეგი სტატიასაჩხერის პოლიციის უფროსმა ცეცხლსასროლი იარღით პოლიციის შენობა დაცხრილა