ვახტანგ კაპანაძე: რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავისი სამხედრო- პოლიტიკური ინტერესები აქვს.

ამის შესახებ კაპანაძემ ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალთან ჟან-პოლ პალომეროსსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რაც უნდა მტკივნეული იყოს ეს, რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, აქვს დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები, დამოუკიდებელი სამხედრო პოლიტიკური ხედვები და ინტერესები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ვიყოთ იმ პარტნიორებთან, ვისთანაც ჩავთვლით საჭიროდ, განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისი გეგმა, რომელსაც მიჰყვება და მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია
შემდეგი სტატია“ასოცირების დღის წესრიგში ძალიან ნათლად არის აღნიშნული, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა”