ვახტანგ კაპანაძე: რას არ მივცემდი, რომ ვიყო ნაკლები წოდების, ცოტა ახალგაზრდა და ვიდგე თქვენს გვერდით

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

ჩვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კარგად გვესმის, რომ იმ გარემოში, იმ მსოფლიოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია ერთდროულად სიმშვიდე და თავისუფლება. ამდენად ჩვენ, ქართველები შეიარაღებულ ძალებთან ერთად ვირჩევთ თავისუფლებას და მზად ვართ, ამ ბრძოლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორი” დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ და სტრატეგიული პარტნიორები მხარს გვიჭერენ.
“მინდა ყველას მოგილოცოთ სწავლების დასრულება. ეს სწავლება იყო ქართველი სამხედროების და არა მხოლოდ, ხანგრძლივი ოცნება. რას არ მივცემდი, რომ ვიყო ნაკლები წოდების და ცოტა ახალგაზრდა და ვიდგე აქ, თქვენს გვერდით”, – მიმართა კაპანაძემ საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.
გენშტაბის უფროსის თქმით, მიმდინარე წვრთნებისას მან დაინახა ერთიანი მექანიზმი, ერთიანი გუნდი და ერთნანირი აზროვნება. “ეს იყო პირველი სწავლება, მაგრამ კარგად გაკეთებული პირველი ნაბიჯი წარმატების ნახევარს უდრის. დაგეგმილია შემდეგი სწავლებები და დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო რთული და უფრო საინტერესო იქნება”, – განაცხადა კაპანაძემ და დასძინა, რომ “ჩვენ ვაკეთებთ მართალ საქმეს და ამიტომ ღმერთი ჩვენს მხარესაა”.

banner
წინა სტატიაშირადიო “თავისუფლებამ” საიტიდან ინტერვიუ აიღო
შემდეგი სტატია“ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”