ვახტანგ კაპანაძე: არა მგონია, ქართველ ქალს გაუჭირდეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის გაძღოლა

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

არა მგონია, ქართველ ქალს გაუჭირდეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის გაძღოლა, – ამის შესახებ გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თინა ხიდაშელი კარგი მინისტრი იქნება.
,,დასავლეთ საქართველო ვიმყოფებოდი, სადაც ჩვენი დანაყოფები დავათვალიერე. ვისარგებლე შემთხვევით და ვინაიდან უახლოეს დღეებში ვტოვებ საქართველოს, სანამ წავიდოდი შევხვდი თინა ხიდაშელს და ვესაუბრე მომავალ გეგმებზე. გარკვეული მონახაზები ჩამოვაყალიბეთ. მივიღე გარკვეული მითითებებიც და ამის შესაბამისად ვიმოქმედებ შემდეგში. ეჭვი არ მეპარება, რომ თინა ხიდაშელი კარგი მინისტრი იქნება და წარმატებით წაადგება შეიარაღებულ ძალებს. ბევრი თავდაცვის მინისტრია მსოფლიოში ქალი ასე, რომ არამგონია, ქართველ ქალბატონს გაუჭირდეს მსგავსი თანამდებობის გაძღოლა”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ბიძინამ გასაგებად უთხრა: „შენ შენი თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია?,, გია ნოდია – ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიაუმრავლესობა პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის აზრს ვერ ხედავს