ვახტანგ გომელაურს ხვალ პარლამენტში ელოდებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ.
გომელაურის მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეა დაგეგმილი.
ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გუშინ წარადგინა და კანონის შესაბამისად მისი კანდიდატურა დასანიშნად პარლამენტში შევიდა. არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს ახალ პოსტზე პარლამენტი მიმდინარე კვირას დაამტკიცებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, სირთულემ არ შეგვაცდინოს
შემდეგი სტატიათურქეთში 100 კგ-იანი აქტიური ბომბი აღმოაჩინეს