ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა.
გიორგი ბერუაშვილის სახელი იმ ქუჩას მიენიჭა, სადაც პოლიციელი ცხოვრობდა.
სკვერის გახსნაზე სამინისტროს თანამშრომლების გარდა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
მემორიალი ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის მცირეწლოვან შვილთან ერთად გახსნა.
დღესვე თბილისში მდებარე ბინის გასაღები მინისტრმა გარდაცვლილის მეუღლეს გადასცა.
სკვერის გახსნაზე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი გიორგი მახარაშვილიც, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს მომხდარი შემთხვევის დროს პატრულირებას გიორგი ბერუაშვილთან ერთად აწარმოებდა. მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ იგი კვლავ პოლიციის რიგებს დაუბრუნდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბორჯომის შინაგან საქმეთა სამმართველოში გარდაცვლილი ბერუაშვილის მეუღლე დასაქმდა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური – “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ ოთხ ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ბევრი გაჰყვება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი დიასპორის წარმატებული წარმომადგენლებისთვის ხელისუფლების კარი ღიაა