ვახტანგ გომელაური: ჩვენ მზად ვართ, საქმე პროკურატურას გადავცეთ გამოსაძიებლად

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქე ლიკა კიკიანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, იცავს როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციელების უფლებას. თუმცა, თუ რომელიმე პოლიციელმა დაარღვია კანონი და გადაამეტა თავის უფლებებს, ის უმკაცრესად დაისჯება.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ იყო ამოღებული კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ-ერთი ვიდეოკამერის ჩანაწერები, რაზეც კიკიანს აქვს პრეტენზია, გომელაური პასუხობს, რომ დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაამთავრა, მე ვთხოვე მათ, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინათ ეს მოკვლევა. დეტალებში არ შევალ, თუ რატომ არ ამოიღეს ესა თუ ის ჩანაწერი. ალბათ საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ ან არ იყო იქ მომხდარი ინციდენტი, შეიძლება ვერ ხედავდა კამერა. ვერ გეტყვით ამ დეტალებს. თუ რაიმე კითხვები არსებობს და ეჭვები, რომ მიკერძოებულად იქნა გამოძიებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მიერ საქმე, ჩვენ მზად ვართ, საქმე პროკურატურას გადავცეთ გამოსაძიებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაცვის სამინისტრო წყნეთი-ახალდაბის გზაზე სპეციალური რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მასობრივ დაბრუნებას არ აპირებენ