ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა და პირობა დადო, რომ დღევანდელი აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან წამოსულ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება, რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს ავტობუსი იქნება თუ მანქანები, როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს”, _ განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქცია დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართება