ვახტანგ გომელაური – სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ გარდაცვლილ პოლიციელთა ოჯახის წევრები მზრუნველობის გარეშე არ დარჩნენ

გიორგი მარგველაშვილი კიევში

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრები მზრუნველობისა და მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ.
“სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს ვერ ესწრებიან კრიმინალთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული პოლიციელები. მათი ხსოვნა მარადიულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ოჯახები და დარჩენილი ოჯახის წევრები არ დარჩნენ მზრუნველობისა და მხარდაჭერის გარეშე, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ ნათელი და ბედნიერი მომავალი, ჰქონდეთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ მათი მამები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებს პარტნიორობისთვის და დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებისთვის. “დღეს ჩვენს გვერდით დგანან აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ბელორუსის, სომხეთის, მოლდოვის პოლიციელები, რომლებიც ამ დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიშუალედურ არჩევნებზე სენაკის ოლქში 541 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო ზუგდიდში – 217
შემდეგი სტატიასააკაშვილის დანიშვნა არის საქართველოს ისტორიისთვის სამარცხვინო ფაქტი