ვახტანგ გომელაური პოლიციელების მიერ მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტზე განმარტებას აკეთებს

გავრცელებულ ვიდეომასალას, იმასთან დაკავშირებით, რომ ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებს პოლიციის განყოფილებში ფიზიკური და მორალური შეურაცხოფა მიაყენეს, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მასალაში არ ჩანს თუ როგორ გაუსწორდნენ მოქალქეებს, იქ უბრალოდ ასახულია, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

„რატომღაც გუშინ გახდა საჯარო ეს კადრები, სასამართლომაც კი არ მიიღო ეს კადრები, იქ არაფერი არ ჩანს, უბრალოდ ჩანს, რომ პოლიციის განყოფილებაში არიან. ვფიქრობ ძლიან ცუდი იყო, როდესაც ეთნიკურ მხარეს შეეხნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და თუ გამოვლინდება, რა თქმა უნდა, დაისჯებიან ის ადამინები კანონის შესაბამისად,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიWashington Post-ი საქართველოში რუსული განწყობების გაძლერებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
შემდეგი სტატია22 წელი პატომრობა 17 წლის მოსწავლეებთან სექსის გამო