ვახტანგ გომელაური – ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

საქართველოს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
როგორც გომელაურმა დღეს განაცხადა, ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ბევრი ხალხი მონაწილეობდა.

“სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდ,ა შეიძლება ითქვას 100 ან 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებდით. ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურა მუშაობს და დაისჯება ის ხალხი. რომლებზეც არ არის ბრალი გამოკვეთილი,  ისინი ჯერ თანამდებობებზე რჩებიან”, – განუცხადა გომელაურმა.
მისივე განცხადებით, პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას, რამდენიმე მაღალჩინოსანმა პოსტი დატოვა.
“გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ გამოიკვეთება, რომ ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები, დაბრუნდებიან თანამდებობებზე. იმავეზე, თუ უფრო დაბალზე, ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს”, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიზაჰესის დასახლებასთან ხვალ ორი ხიდი დაიკეტება
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ილია მეორე გადაიხდის