ვახტანგ გომელაური: დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა

შს მინისტრ ვახტან გომელაურის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც უწყებიდან ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას გაიტანს, მკაცრად დაისჯებიან. გომელაური განმარტავს, რომ უწყება არა კონკრეტულ პიროვნებებზე, არამედ სისტემაზე უნდა იყოს აგებული.

 „რა თქმა უნდა, ვიქნები ძალიან პრინციპული, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ვინც ისეთ ინფორმაციას გაიტანს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. ჩვენ არ გვინდა, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს აგებული სამინისტრო, სისტემაზე უნდა იყოს აწყობილი სტრუქტურა”, -განაცხადა გომელაურმა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან” საუბარში.

ამასთან, შს მინისტრი საკადრო ცვლილებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა მოუწია, თუმცა არა პოლიტიკური ნიშნით.

 „ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა, მე არ ვამბობ, რომ ეს ხალხი მოწინააღმდეგე ბანაკზე მუშაობდა, ვთვლიდი, რომ ეს ადამიანები ამ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყვნენ, ვთვლიდი, რომ ვერ ამართლებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ვაპირებ უმნიშვნელო ცვლილებებს ხელმძღვანელი პირების”, – განაცხადა გომელაურმა.

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში პასპორტიზაციის განახლებაზე მუშაობენ
შემდეგი სტატიარუსეთის გარეშე, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ვითარების ნორმალიზება შეუძლებელია,” – ალექსეი პუშკოვი