ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 2014 წელს სასამართლოს მიერ 10 ე.წ. კანონიერი ქურდი გამართლდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2014 წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ 10 ე.წ. კანონიერი ქურდი გამართლდა. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას შს მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა. ‘
“საუბარი არ არის ე.წ. კანონიერ ქურდებზე. ბევრჯერ მომხდარა შემთხვევა, როცა დაკავებულ იქნა ”კრიმინალურ ავტორიტეტებთან” ურთიერთობაში მყოფი პირებები – არა ე.წ. კანონიერი ქურდები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ასეთები ათობით იყვნენ. შესაძლოა, დაკავებული 10 კაციდან 2 გამართლდა და გაუშვა სასამართლომ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ესენი არ იყვნენ ე.წ. კანონიერი ქურდები”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა

banner
წინა სტატიაში1-ელ სექტემბრამდე საცხოვრებელი ბინები 10 000 დევნილს დაუკანონდება
შემდეგი სტატია,,სად გიორგი ჯანელიძე და სად სააკაშვილი,, უკრაინაში მებრძოლი ქართველის აზრი