ვახტანგ გომელაური ანტიტერორისტული ღონისძიებების აუცილებლობას ვერ ხედავს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს გომელაურმა განუცხადა, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას მოწოდებას გამოეხმაურა.
“არ არსებობს ისეთი ინფორმაცია, რომ რაიმე ოპერაციის ჩატარება იყოს საჭირო. პრევენციულ ღონისძიებებს მივმართავთ, თუ მასშტაბური რაღაც დაიგეგმება და ჩვენთან ინფორმაცია შემოვა, ამას საზოგადოება გაიგებს, ჯერჯერობით არაფერი ხდება”, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე განმარტებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. “რა თქმა უნდა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პრევეციულ ზომებს ვიღებთ”, – აღნიშნა შს მინისტრმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებების დაწყებისკენ მოუწოდა.
“ყარაფილაში განხორციელებულმა ტერაქტმა ახალი ათვლის წერტილი გააჩინა. ეს არის დარტყმა ყოველი ჩვენგანისთვის, ხელისუფლებისათვის. ამავე დროს ეს არის ჩვენი ტვირთი – გაიხსნება ეს საქმე მალე თუ მოგვიანებით, რადგან ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა. ის გამოწვევები, რომელიც არის, აუცილებელია, რომ უმკაცრესად და ადეკვატურად იქნას პასუხისგაცემული”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, აუცილებლად დაიწყოს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებები, რადგან “ყველგან არის შემოსევა”.

banner
წინა სტატიაშიმივყავართ თუ არა ლარის კურსს ნაგავსაყრელამდე?!
შემდეგი სტატიასერგო რატიანი – ყველას ინტერესებშია, რომ თუ შესაძლებელია, ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით საქმემ წინ წაიწიოს