ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გურჯაანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“გამოძიება იმ დღესვე დაიწყო, როდესაც მოხდა ინციდენტი. როდესაც დამთავრდება გამოძიება, მოგახსენებთ ყველაფერს”, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, არიან თუ არა დაკითხული კონკრეტული ადამიანები, გომელაურმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთება დამნაშავე, კანონის შესაბამისად დაისჯება.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში “ქართული ოცნების” აქტივისტები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაში26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება
შემდეგი სტატიამეორე მსოფლიო ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1000- ლარიან დახმარებას მიიღებენ