ვაშინგტონი უკრაინაში ჟურნალისტისა და ყოფილი დეპუტატის მკვლელობას ეხმაურება

ვაშინგტონი უკრაინაში ჟურნალისტ ოლეს ბუზინას და ყოფილი დეპუტატის ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობას ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარი ჰარფის განცხადებით, სამართალდამცველებმა მკვლელობების მოტივები გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ.

უკრაინაში ხმელნიცკის ოლქში კი კიდევ ერთი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს იძიებენ. ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი ოლგა მოროზი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ახლობლების ვერსიით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი დააკავა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქები უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან