ვაშინგტონი კიევს მხარდაჭერის მოხსნით დაემუქრა

ვაშინგტონი უკრაინის ხელისუფლებას მხარს არ დაუჭრს, თუკი ქვეყანაში კორუფციული მდგომარეობა არა შეიცვლება. ასეთი გაფრთხილება მიიღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან უკრაინის პრეზიდენტმა პიოტ პოროშენკომ და პრემიერმა იაცენიუკმა. ცნობას ამის შესახებ უკრაინული “ახალი დრო” იტყობინება ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველის მაიკლ კარპენტერის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ჩინოვნიკს არ დაუკონკრეტებია, რაში გამოიხატება მუქარა, მაგრამ აღნიშნა, რომ გაფრთხილება იყო “მკაცრი”. ოფიციალური მონაცემებით მიმდინარე წელს უკრაინაში კორუფცია 20%-ით გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე პოროშენკო: უკრაინული გენია ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიდა და აგრძელებს პლანეტის შეცვლას
შემდეგი სტატიააშშ-ში პრემიერის და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ცალ-ცალკე დელეგაციები გაემგზავრებიან