ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გარკვეული პრობლემები შექმნა

ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გარკვეული პრობლემები შექმნა

ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გარკვეული პრობლემები შექმნავაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გარკვეული პრობლემები შექმნა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
“რაც შეეხება ვიზებს, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რომ გარკვეული ცვლილებები, რეფორმები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და ჩვენ შესაბამისად, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში მან გარკვეული პრობლემები მოუტანა ქვეყანას. ამ მიმართულებით მუშაობენ, იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილილებები კიდევ განხორციელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინვესტიციების, ტურისტების შემოდინების მიმართულებით გარკვეული პრობლემები ნამდვილად შექმნა, ამას ვაღიარებთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა
შემდეგი სტატიაარასდროს დამიმალავს ის, რომ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას