ვატიკანში პედოფილიაში ბრალდებულ პოლონელ არქიეპისკოპოსს ასამართლებენ

ყოფილი პოლონელი არქიეპისკოპოსი, რომელიც სექსუალურ ძალადობებშია შემჩნეული, დღეს ვატიკანში სასამართლოზე წარსდგება.
იოზეფ ვესოლოვსკი 2008-2013 წლებში დომინიკეს რესპუბლიკაში არასრულწლოვანებთან სექსუალურ ძალადობებშია ბრალდებული. მიმდინარე მომენტში ის შიდა პატიმრობაშია ვატიკანში.
ვესოლოვსკი ასევე ბრალდებულია ბავშვთა პორნოგრაფიის მასალების შენახვაში. თუკი 66 წლის მღვდელს დამნაშავედ ცნობენ, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროცესი მღვდელმთავრებს შორის სექსუალური დანაშაულებების აღმოფხვრის კომპანიის ფარგლებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის ბილეთების ,,ცოცხალ რიგში” 3250 პირი უკვე ჩაეწერა
შემდეგი სტატიააშშ-ს კადრების განყოფილების მმართველი ჰაკერების გამო გადადგა