ვარუფაკისი: საბერძნეთის რეფორმები “განწირულია ჩასავარდნად”

ვარუფაკისი: საბერძნეთის რეფორმები

ვარუფაკისი: საბერძნეთის რეფორმები "განწირულია ჩასავარდნად"საბერძნეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა ევროკავშირის საბერძნეთის დეფორლტისგან გადარჩენის გეგმას “ჩასავარდნად განწირული” უწოდა.
მან ინტერვიუში განაცხადა, რომ საბერძნეთი აიძულეს მიეღო პროგრამა, რომელიც “ისტორიაში შევა როგორც მაკროეკონომიკური მართვის უმსხვილესი კრახი”.
“რეფორმა განწირულია იმის მიუხედავად, თუ ვინ განახორციელებს მას” – განაცხადა ექს-მინისტრმა.
შეკითხვაზე, რამდენი ხანი სჭირდება პროგრამას შედეგისთვის, მან უპასუხა, რომ “ის უკვე ჩავარდა”.
იანია ვარუფაკისი თანამდებობიდან რეფერენდუმის შემდეგ გადადგა.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პრემიერმა მთავრობიდან 10 წევრი დაითხოვა, ისინი, ვინც კრედიტორებთან შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა კენჭისყრისას.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე: კოჟორიძეს და არასამთავრობოების ნაწილს სურთ პროკურატურამ ნაციონალებზე სისხლის სამართლებრივ დევნა შეწყვეტონ
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე – მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა