ვარკეთილში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ვალერიან გრძელიშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება.

საუნივერსიტეტო კლინიკაში კომენტარი გარდაცვლილი პოლიციელის შესახებაც გააკეთეს. როგორც ექიმები განმარტავენ, საავადმყოფოში მიყვანილ დაჭრილ პოლიციელს ცენტრალური სისხლძარღვები ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც მრავალი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“პაციენტი კლინიკაში სასწრაფომ შემოიყვანა. ორჯერ გაუჩერდა გული, თუმცა ორივეჯერ მოვახერხეთ გულის მუშაობის აღდგენა. ამის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა მწვავე შოკები და მასიური სისხლდენა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და გარდაიცვალა”, – განაცხადა “კურიერთან” საუბრისას ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკური სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს
შემდეგი სტატიაშსს-ს მახლობლად პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა