ვარკეთილის მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომელი პროკურატურაში 5-საათიან დაკითხვაზე იმყოფებოდა

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

დაახლოებით 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ ვარკეთილის მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომელს, ლაშა ცანავას, ქალაქის პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსული ცანავა ამბობს, რომ სამართალდამცველებს კითხვები 2009 წლის 15 ივნისს დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ჰქონდათ, სადაც ის პოლიციის თანამშრომლის რანგში იმყოფებოდა.

ცანავას თქმით, კითხვები არ დასმულა იმ სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერზე, რომელიც ცანავამ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.

საუბარია საკრებულოს დეპუტატ ია მაკასარაშვილის მუქარაზე იმ განცხადების გამო, რომელიც ცანავამ მუნიციპალიტეტში მუშაობის დროს მერიის საქმიანობაში სუსის ჩარევის შესახებ გააკეთა.

დაკითხვას ცანავას ადვოკატმა “პოლიტიკური ზეწოლა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატიააჭარაში ჰესის მშენებლობის დროს ორი მუშა დაიღუპა