ვანუატუს სპიკერმა საკუთარი თავი შეიწყალა

ვანუატუს სპიკერმა საკუთარი თავი შეიწყალა

ვანუატუს სპიკერმა საკუთარი თავი შეიწყალაწყნარი ოკეანის სახელმწიფოს ვანუატუს პარლამენტის სპიკერმა საკუთარი თავი და 10 სხვა დანარჩენი მას შემდეგ შეიწყალა, რაც ქვეყნის სასამართლომ მათ კორუფციაში დასდო ბრალი – წერს “აოშეითედ პრესი”.
შესაბამისი დოკუმენტის ხელმოსაწერად სპიკერმა ქვეყნის პრეზიდენტის არყოფნა გამოიყენა. პრეზიდენტმა ლონსდეილმა პირობა დადო, რომ ის ყველაფერში გაერკვევა.
“შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მხოლოდ მას შეუძლია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. როცა მოვალეობის შემსრულებელი აკეთებს ამას, პირველ რიგში მან პრეზიდენტთან უნდა გაიაროს კონსულტაცია” – განაცხადა ვანუატუს ლიდერმა, რომელმაც ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა კანონში შესწორებები შეიტანონ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.
თვითონ პიპიტემ (პარლამენტის სპიკერმა) ამერიკულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საჭირო იყო მსგავსი აქტის მიღება იმისათვის, რომ ვანუატუში მშვიდობა და ერთობა შეენარჩუნებინა.
9 ოქტომბერს ქვეყნის სასამრთლომ 13 პარლამენტარს ქრთამის აღების ბრალდება წაუყენა. საუბარია დაახლოებით 9 ათას დოლარზე.

ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 250 000 ადამიანია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დაკითხვის მეთოდის ავტორებს სასამართლოში უჩივლეს
შემდეგი სტატიაუკრაინის დაცვის დღესასწაულის აღსანიშნად ქართულ ლეგიონს სიგელი გადაეცათ