ვანო კიღურაძე – “კომუნისტური” პარტიის წევრები იყვნენ გამოჩენილი, დიდი მეცნიერები და ეროვნული მოღვაწეები

დამისახელეთ თქვენი რიგებიდან იმ მასშტაბის პიროვნებები, როგორებიც იყვნენ: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, არჩილ ხარაძე , – ამ განცხადებით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ ოპოზიციონერ კოლეგას სერგო რატიანს მიმართა და კომუნისტების ხსენების შეწყვეტა სთხოვა.
დებატები, რომელიც “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინდელ საკომიტეტო სხდომაზე დაიწყო, დღეს სესიაზე გაგრძელდა.
“ჩემთან მაინც შეწყვიტეთ კომუნისტების ხსენება და ამაზე ლაპარაკი. საერთოდ არ ღირს იმაზე ლაპარაკი, ვინ რომელ პარტიას ეკუთვნოდა, რომელ პარტიაში მოღვაწეობდა, ეს მისი პირადი საქმეა. მთავარია რას აკეთებდა ის ქვეყნისთვის. ვინც იყვნენ “კომუნისტური პარტიის” წევრები, გამოჩენილი, დიდი მეცნიერები და ეროვნული მოღვაწეები, დამისახელეთ თქვენი რიგებიდან იმ მასშტაბის პიროვნებები, როგორებიც იყვნენ: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, არჩილ ხარაძე. დავასრულოთ ეს”, – განაცხადა კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმის პროკურორი მოსამართლის შენიშვნას არასწორად მიიჩნევს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ერთ-ერთი ქარხნის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს