ვანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში აფეთქება მოხდა

თბილისში, ვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ „თაიმერს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. დიდუბე-ჩუღურეთის სამაშველო და სახანძრო ჯგუფები გავიდნენ ადგილზე. დაშავებულები არ არიან“, – აღნიშნეს სააგენტოს პრესსამსახურში.

ვანის ქუჩაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ საწყობში აფეთქების ხმაც გაისმა. ადგილზე ამჟამადაც მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, რომ UEFA-გან ფულადი კომპენსაცია მიიღოს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა