ვანის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

ვანის ქუჩაზე მდებარე საწყობში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვანის ქუჩაზე იმყოფებიან იმ ობიექტის ხელმძღვანელებიც, სადაც აფეთქება მოხდა. თუმცა ისინი „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალებას არ აძლევენ და არც კითხვებზე პასუხობენ.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი გავრცელდა
შემდეგი სტატიასახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით, კვლავ გადაჭარბებით შესრულდა