ვანდალიზმის ახალი ფორმა საქართველოში – ისტორიული სიძველის ახლით შეცვლა

ეტყობა თანამედროვე ქართულ ძეგლთა დაცვაში ახალი მოდა შემოდის… ,,ძველი ისტორიული ხელით ნაკვეთი ქვების ახლით შეცვლა,,  რაც სინამდვილეში ვანდალიზმია!!!
ერთი თვეც არაა გასული მას შემდეგ, რაც ,,თაიმერი,, დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლზე არსებული იატაკის ძველი ქვის საფარის მოსპობაზე და მის ადგილზე ,,შავი ბეტონის,, დასხმაზე წერდა და ძეგლთა დაცვისაგან ამაზე ყურადღებას მოითხოვდა… და აი უკვე მეორე ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ისტორიულ ძეგლზე, ,,სვეტიცხოველზე,, მსგავსი შემთხვევის შესახებ ვრცელდება…
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და ნაციონალისტური იდეოლოგიის მქონე ახალგაზრდა აქტივისტი ბექა ცხადაძე სვეტიცხოველში მომხდარ ცვლილებებზე სოციალურ ქსელში წერს:
,, სვეტიცხოვლის ტაძარში ვახტანგ გორგასლის და მელქისედეკ I-ის საფლავის ქვების შეცვლა, წარმოადგენს საქართველოს ისტორიის გაყალბების და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების კლასიკურ ნიმუშს. კერძოდ, მელქისედეკ I-ის საფლავის ახალი ქვა განთავსებულია ტაძრის ცენტრალურ აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მისი ნეშტი არ განისვენებს. რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის საფლავის ახალ ქვას, მისი ზომა შეუსაბამობაში მოდის ისტორიულ წყაროსთან, რომლის თანახმად მეფის სიმაღლე 2.30 მეტრია. საერთო ჯამში არსებობს საფრთხე, რომ მომავალი თაობების ცნობიერებაში სვეტიცხოვლის ტაძრის და ვახტანგ გორგასლის ისტორია ლეგენდად იქცეს. მსგავსი შემთხვევა სვეტიცხოვლის ტაძარში რამდენიმე წლის წინაც მოხდა, როდესაც ტაძრიდან რამდენიმე ათეული საფლავის ქვა გაუჩინარდა და მათი ადგილი იატაკის მოპირკეთებით შეივსო,, აცხადებს ბექა ცხადაძე.
ბექა ცხადაძემ ,,თაიმერთან,, საუბარში განაცხადა, რომ ,,აშკარაა, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ცალკეულ სასულიერო პირთა ბრალეულობა. მსგავი ვანდალიზმის ინიციატორი თუნდაც ძეგლთა დაცვის სამინისტრო იყოს, სვეტიცხოველში მოღვაწე სასულიერო პირები არ უნდა დუმდნენ ამაზე,,
,,როგორც ადრე აღვნიშნე, სვეტიცხოველში მსგავსი რამ უკვე მეორედ ხდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ რაღაც წესრიგში ვერ არი,, აცხადებს ბექა ცხადაძე.

ესაბუბრა კახაბერ ადამია 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში„კვიტაშვილს კვალიფიკაცია საქართველოში ვერ ყოფნიდა და უკრაინაში მით უფრო ვერ ეყოფოდა“
შემდეგი სტატიაომბუდსმენის აზრით, მარიხუანას მოხმარებაზე პოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია