“ვამაყობთ, რომ საქართველოს ჰყავს მაღალი დონის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 21 წლის იუბილეს ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის მთელ პირად შემადგენლობას მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავდაუზოგავი და ღირსეული სამსახურისთვის.

“დაარსებიდან 21 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მის პირად შემადგენლობას, სამსახურის ხელმძღვანელებს, ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად დგახართ საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ პირად შემადგენლობას მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავდაუზოგავი და ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მათ”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მოლოცვის ტექსტში.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: რამდენიმე სააგენტო ჩემი აზრის პირდაპირი დამახინჯებითაა დაკავებული
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს