ვალეში 10429 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

“ვალეს” საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, 10429,3 ლარის ღირებულების დაკლარირებას ქვემდებარე ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ყელსაბამები, საათები, ბეჭდები, საყურეები საქართველოში თურქეთიდან შემოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, მ.ა-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10429,3 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშისოფელ ბერშუეთიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს
შემდეგი სტატიააფხაზი ბოევიკები უკრაინის წინააღმდეგ ომში (VIDEO)