ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ მას ცემისთვის თავად დამნაშავეებმა ბოდიში მოუხადეს

ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ  ის პროკურატურაში იმ სპეცრაზმელებს შეხვდა, რომლებიც მის ცემაში იღებდნენ მონაწილეობას. გელაშვილის განცხადებით სპეცრაზმელებმა მას ბოდიში მოუხადეს.

ეს განცხადება მან საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი ცემის საქმეზე განხილვა დასრულდა. სხდომაზე მოწმეები დაკითხეს, მათ შორის იყო თავად ვალერი გელაშვილიც.

გელაშვილი აცხადებს რომ შეხვედრას, რომელიც პროკურატურაში გაიმართა მთავარი პროკურორის მოადგილე და საქმის სხვა გამომძიებლებიც ესწრებოდნენ.

ვალერი გელაშვილის სკანდალური განცხადება დაცვის მხარემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება.

 

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, წვლილი შეიტანოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში
შემდეგი სტატიაზუგდიდში დანაშაულის პრევენციის ცენტრი გაიხსნა