ვაკის პარკთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

ჭავჭავაძის გამზირე, ვაკის პარკთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.
ამ დროისთვის ვაკის პარკთან სამართალდამცველებით სავსე რამდენიმე ათეული, დაახლოებით 30-ზე მეტი ყვითელი ავტობუსი დგას.
ადგილზე ცოტა ხნის წინ რკინის ჯებირების დამატებითი პარტია მიიტანეს, რითაც გარკვეული ტერიტორიების შემოსაზღვრა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის რკინის კონსტრუქციებით უკვე ჩაკეტილია ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელი, საიდანაც პარკში არავის, მათ შორის, არც მედიის წარმომადგენლებს უშვებენ. მსურველებს პარკში შესვლა აბაშიძის ქუჩიდან შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმების შედეგად სოხუმი დაიტბორა (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაჩინეთს ტაიფუნი “ჩან-ხომი” დაატყდა თავს