ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ გაიხსნება

narmania“გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყეთ გზის აღდგენა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა პროექტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხვალ, 08:00 საათიდან თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა გაიხსნება. ავტომანქანებს შეეძლებათ ხილიანზე გადასვლა, ასევე პოლიციის გავლით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ 15 სექტემბერს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით მიმავალი გზის გახსნაც იგეგმება. გაიხსნება ასევე საბურთალოსთან დამაკავშირებელი გვირაბიც.
დავით ნარმანიას თქმით, რომ პროექტზე მუშაობისას გამოსწორდა რამდენიმე დეფექტი, რომელიც საავტომობილო მოძრაობასდამატებით განტვირთავს.
“კერძოდ, გვირაბიდან მომავალი ავტომანქანები, რომელთაც სურთ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა, აღარ შემოვლენ მთავარ მაგისტრალზე და აღარ შეაფერხებენ მოძრაობას. ჩვენ დავამატეთ ახალი ზოლი, რომლის გავლითაც ისინი იმოძრავებენ და პირდაპირ ავლენ პოლიციის შენობასთან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“სასწავლო საშვი”–ტერორი ქართველ მოსწავლეებზე
შემდეგი სტატიაერაყმა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო საზღვარი გადაუკეტა