ვაკეში ორი მეწყერსაშიში ზონაა

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და “ მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძეს აცხადებს, რომ ვაკეში ორი მეწყერსაშიში ზონაა : ფალიაშვილზე, და ე.წ. ვაკის დიდი მეწყერი:
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე არის ორი მეწყერსაშიში ზონა, ერთი ფალიაშვილის ქუჩაზე და მეორე, ე.წ. ვაკის დიდი მეწყერი, მდინარე ვერეს ხეობაში, ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ქვემოთ, სადაც ახლა კორპუსებია აშენებული და კიდევ შენდება. იქ არის წყლის მიწისქვეშა დენადობა. ვაკეში გადის ვარაზის ხევიც. ვარაზის ხევის სათავეშიც დგას დიდი საცხოვრებელი ახალი კორპუსი. ყველა ეს შენობა უნდა შემოწმდეს”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებას მოუწოდებს საეჭვო ანგარიშის ნომრებზე თანხას ნუ გადარიცხავენ
შემდეგი სტატიამე-11 კლასელების საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს