ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა ვაზისუბაში. გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, თუმცა შემთხვევის დეტალები ან ჩხუბის მიზეზები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა ინციდენტის მიზეზებზე არაფერს ამბობენ.

მკვლელობა გვიან ღამით, ვაზისუბნის დასახლების 1-ელ მიკრო-რაიონში მოხდა.

დღეს დილიდან ხალხმრავლობაა ვაზისუბნის პოლიციის შენობასთან, სადაც მკვლელობის თვითმხილველთა დაკითხვა მიმდინარეობს. მოკლული კობა აღლემაშვილის ნათესავების ინფორმაციით, მამაკაცს პატრულის თანამშრომელმა მისივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ესროლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაცია გრძელდება