ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, გია სოსანაშვილის ადვოკატს საქმის მასალები უკვე გადასცა.

სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ მასალების გაცნობას სავარაუდოდ დღის ბოლომდე შეძლებს.

ადვოკატის ინფორმაციით გია სოსანაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს. პროცესი 14:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა გუშინ წინ დააკავეს. მას ბრალად იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ედება. საგამოძიებო ორგანო სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. საქმე აღძრულია 109-ე მუხლით რაც 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის დამკვეთების გამოსავლენად.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია ხვალ იწყება
შემდეგი სტატიარა სიახლეებია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?